f
პარასკევი 26, აპრილი 2024

მაღალმთიანეთში საოჯახო სასტუმროს სახლების რაოდენობა 33%-ით გაიზარდა

02, ნოემბერი 2016

აჭარის მაღალმთიანეთში საოჯახო სასტუმროს სახლების რაოდენობა 33%-ით გაიზარდა. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, 2016 წლის 9 თვის მონაცემებით, პოპულარულ ტურისტულ მარშრუტებზე ტურისტებს გასული წლისგან განსხვავებით წელს 20-ზე მეტი საოჯახო სახლი ემსახურებოდა. 9 თვის მონაცემებით, მაჭახელას, ქედისა და ხიხანის ტურისტულ მარშრუტებზე არსებულ საოჯახო სასტუმრო სახლებში ღამისთევების რაოდენობა 93%-ით გაიზარდა, მათივე ინფორმაციით, ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა მაღალმთიან აჭარაში არსებულ მუზეუმებშიც. ჩხუტუნეთის, ქედისა და სელიმ ხიმშიაშვილის მუზეუმებმა მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში 9 120 ვიზიტორს უმაპისპინძლა, რაც 35%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს. 
ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო 2015 წლის ბოლოდან მუშაობს აჭარაში საზღვაო ზოლს მიღმა არსებული ტურისტული პოტენციალის ათვისებასა და განვითარებაზე.