f
პარასკევი 26, აპრილი 2024

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

10, ივლისი 2017

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო. უწყების ინფორმაციით,  აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე  ბათუმში დააკავეს.
     
    გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.