f
პარასკევი 29, მარტი 2024

კახაბერ წერეთელი: სასტუმროს ხელმძღვანელობა პასუხისმგებლობას არ გაურბის

25, ნოემბერი 2017

სასტუმრო ''ლეოგრანდის'' ადმინისტრაციამ, მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი ოფიციალური კომენტარი გააკეთა. კომპანიის პოზიცია ადვოკატმა გაახმოვანა. სასტუმროს იურისტი კახაბერ წერეთელი ამბობს, რომ სასტუმროს ხელმძღვანელობა პასუხისმგებლობას არ გაურბის და თანამშრომლობს გამოძიებასთან.
იურისტის თქმით  სასტუმროს მენეჯმენტის პასუხისმგებლობის საკითხი, უსაფრთხოების ზომებთან მიმართებით, გამოძიების დასრულების შემდეგ გაირკვევა.