f
პარასკევი 29, მარტი 2024

ხოჯალის ტრაგედიიდან 25 წელი გავიდა

24, თებერვალი 2017

ხოჯალის ტრაგედიიდან 25 წელი გავიდა. თარიღი გუშინ ბათუმში, აზერბაიჯანის საკონსულოს ინიციატივით აღნიშნეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. საზოგადოებას   ხოჯალიში მომხდარი მასობრივი მკვლელობების შესახებ დოკუმენტური ფილმი უჩვენეს.  შეხვედრას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ბათუმში მცხოვრები აზრებაიჯანელები ესწრებოდნენ.  
     1992 წლის 25-26 თებერვალს, გამთენიისას, სომხურმა საოკუპაციო ძალებმა ყარაბაღში მდებარე ქალაქ ხოჯალის ოკუპაცია რუსეთის არმიის 366-ე პოლკის აქტიური მხარდაჭერით მოახდინეს. რამდენიმე საათში საოკუპაციო შეიარაღებულმა ძალებმა და რუსული არმიის ჯარისკაცებმა 613 მშვიდობიანი ადამიანი მოკლეს, მათ შორის, 106 ქალი და 83 ბავშვი. უგზო-უკვლოდ  150 ადამიანი დაიკარგა.