f
პარასკევი 19, აპრილი 2024

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი სარეკლამო კამპანიების დაწყებას არაბულ ქვეყნებშიც გეგმავს

07, ივნისი 2016

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა მანამასა და შარჟაში, რეგიონის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენის მიზნით, პრეზენტაციები გამართა. დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და რეკლამის განყოფილების უფროსმა თამარ მგელაძემ ბაჰრეინსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში არაბული ტურისტული სააგენტოებისთვის გამართული პრეზენტაციებისას, აქცენტი რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებზე, პროდუქტებსა და მათი განვითარების პერსპექტივებზე გააკეთა. ღონისძიებაში ქართული ტურისტული სააგენტოები და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია  მონაწილეობდნენ. არაბულ ტურისტულ სააგენტოებთან ორმხრივი შეხვედრები გაიმართა,  ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობაზეც. შეხვედრებს ავიაკომპანია „Air Arabia“-ს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. 2 ივლისიდან ავიაკომპანია შარჟადან ბათუმის მიმართულებით, კვირაში ორჯერ,  ჩარტერული რეისების განხორცილებას იწყებს.

ავტორი: ზაირა ლომაძე