f
ოთხშაბათი 24, აპრილი 2024

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას ზაზა თავაძე შეასრულებს

30, სექტემბერი 2016

„კარგ იურისტს აქვს სურვილი იმისა, რომ თავმჯდომარე გახდეს“, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ზაზა თავაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას კანდიდატურების განხილვამდე სწორედ ის შეასრულებს. 
როგორც ცნობილია, მოქმედი თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა დღეს ეწურება. დღეს მოსამართლის თანამდებობაზე მუშაობას კიდევ სამი მოსამართლე ასრულებს.
პროცედურულად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ახალ თავმჯდომარეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილების ამოწურვიდან მაქსიმუმ ერთი თვის ვადაში ირჩევს.