f
პარასკევი 29, მარტი 2024

საქართველოს დღეს რომის პაპი ეწვევა

30, სექტემბერი 2016

საქართველოს დღეს რომის პაპი ეწვევა. პრეზიდენტის სასახლეში გიორგი მარგველაშვილი და რომის პაპი 300-მდე მოწვეულ სტუმარს სიტყვით მიმართავენ, რომელთა შორის აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლების და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე დიპლომატიური კორპუსის, საპატრიარქოს და სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები იქნებიან. მოგვიანებით პაპს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მიიღებს. საქართველოში ვიზიტის პირველ დღეს პაპი ფრანცისკე ასირიელ-ქალდეურ საზოგადოებასთან შეხვედრით დაასრულებს, ხვალ კი, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მესას აღავლენს. ვიზიტის დასასრულ, რომის პაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქთან და თანმხლებ პირებთან ერთად, მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს მოინახულებს. რომის პაპის ორდღიანი ვიზიტს საქართველოში მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები გააშუქებენ. აკრედიტაცია 150 ზე მეტმა უცხოელმა ჟურნალისტმა გაიარა. რომის პაპი ფრანცისკე თბილისიდან 2 ოქტომბერს აზერბაიჯანში გაემგზავრება

საქართველოს საპატრიარქო რომის პაპის ვიზიტთან დაკავშირებით მრევლს სიმშვიდისკენ მოუწოდებს. საპატრიარქო აცხადებს, რომ პაპი საქართველოში მისი უწმინდესობის მოწვევით ჩამოდის. საქართველოს საპატრიარქო ყოვლად მიუღებლად მიიჩნევს ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთი სასულიერო პირის მიერ საჯარო სივრცეში დაფიქსირებულ მკვეთრად უარყოფითი განცხადებებს.