f
სამშაბათი 23, აპრილი 2024

მავნებლების პრობლემა

06, სექტემბერი 2017

მე-15 საჯარო სკოლის მიმდებარედ მავნებლების  მომრავლებას უჩივიან. პედაგოგის ინფორმაციით, მატლები ხეების გარდა სკოლის კედლებზეც გადავიდნენ, რის გამოც ხეების გადაბელვა დასჭირდათ. სკოლაში პრობლემა ორი თვეა აწუხებთ.

აქ  რამდენჯერმე შესაბამის უწყებებს მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. მერიის გამწვანების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული პრობლემით ბევრი განაცხადი შედის. სკოლის ტერიტორიაზე შეწამვლითი სამუშაოები მალე დაიწყება.