f
პარასკევი 29, მარტი 2024

პრეზიდენტის ვეტო - შეფასებები

21, ივლისი 2017

საქართველოს პარლამენტი პრეზიდენტის  ვეტოს საკითხზე სავარაუდოდ, მომავალ კვირაში იმსჯელებს. მმართველი გუნდის წევრების  განცხადებით,  პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს ყურადღებით გაეცნობიან და ამის შემდეგ გადაწყვეტენ გაიზიარონ შენიშვნები თუ დაძლიონ ვეტო.

 უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ვინაიდან  პრეზიდენტის ვეტო არდადეგებს დაემთხვა, რეგლამენტის გათვალისწინებით, შესაძლოა ვეტო საშემოდგომო სესიაზე განიხილონ ან რიგგარეშე სხდომა მოიწვიონ.  იმ შემთხვევაში,  თუკი  უმრავლესობა რიგგარეშე სხდომის მოწვევას გადაწყვეტს, ამისთვის მათ პრეზიდენტს უნდა მიმართონ.

აქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსებში შესატან ცვლილებებს ვეტო გუშინ  დაადო.