f
შაბათი 20, აპრილი 2024

თამაზ ბაკურიძე შსს-ს მიმართავს

10, ივლისი 2017

 სპორტსმენ კობა ბაკურიძის ძმის კიდევ ერთი მიმართვა შსს-ს. თამაზ ბაკურიძე, უწყებას მოუწოდებს ზღვის პარალელურად, სამძებრო ოპერაცია ხმელეთზეც დაიწყოს. ოჯახი უკვე ორი დღეა ითხოვს სანაპიროზე კინოლოგებისა და პროცესში ვერტმფრენის ჩართვას.

უფლებადამცველის ინფორმაციით, ის ოჯახის კიდევ ერთ წევრთან ერთად, დღეს  სამძებრო სამუშაოებში მიიღებს მონაწილეობას. შსს-ს ინფორმაციით, ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება განხორციელდა და ხორციელდება. უწყების ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებებზე უფრო დეტალურ კომენტარს ვერ გააკეთებენ.