24, ივლისი 2018
სისხლში ტყვიის შემცველობა მსოფლიოსთვის დღეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.
როგორი ვითარებაა საქართველოში -ამ კითხვაზე პასუხს კვლევის შემდეგ მივიღებთ. კვლევა სექტემბერში დაიწყება.
რატომ არის სისხლში ტყვიის შემცველობა საშიში, არსებობს თუ არა მკურნალობისა და პრევენციის მეთოდები - ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ
გადაცემის სტუმარი იყო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველოს უფროსი ნინო გუგუშვილი.
ტელეფონით გვერთვებოდა სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორი ბიძინა ჯიბლაძე.