13, ივლისი 2018
დღევანდელ გადაცემაში გოდერძის უღელტეხილზე ვისაუბრეთ. მართალია, იგი უფრო ზამთრის სამთო-სათხილამურო კურორტად აღიქმება, მაგრამ მის შემოგარენში მდებარე კულტურული ძეგლების ასახვა ტურისტულ მარშრუტებში გოდერძის უღელტეხილის პოპულარიზაციას, ალბათ , კიდევ უფრო გაზრდის. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზანი სამეცნიერო პროექტისა „გოდერძის უღელტეხილის ისტორია და ეთნოარქეოლოგია“, რომელსაც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომლები ახორციელებენ. ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან პროექტის ხელმძღვანელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნუგზარ მგელაძე, არქეოლოგიის დოქტორი კახა ქამადაძე და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სარესტავრაციო ლაბორატორიის განყოფილების ხელმძღვანელი თემურ ტუნაძე