16, თებერვალი 2018
ტრადიციულად, ყოველ პარასკევს "კონტაქტი" ტურიზმის სფეროს ეთმობა. დღევანდელ გადაცემაში სპორტულ ტურიზმზე ვისაუბრეთ. სპორტული ტურიზმი სხვადასხვა ქვეყანაში დასვენებისა და გართობის ერთ-ერთი პოპულარული ფორმაა. საქართველოს, სადაც სპორტის სხვადასხვა სახეობაა განვითარებული, ხოლო მისი ელემენტები სახალხო დღესასწაულების განუყოფელი ნაწილია, ნამდვილად აქვს ტურიზმის ამ მიმართულების განვითარების პოტენციალი. ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი პაატა ჩაგანავა, რომელიც გახლავთ ნაშრომის „სპორტი აჭარაში, როგორც ტურისტული ნაკადების მოზიდვის ინსტრუმენტი“ ერთ-ერთი ავტორი .