14, თებერვალი 2018
გადაცემის თემა: ბათუმის ძველი და ახალი არქიტექტურა. რა არის თანამედროვე ბათუმის მთავარი არქიტექტურული ორიენტირი, რა ცვლილებები შეიტანა ტექნოლოგიურმა პროგრესმა მხატვრულ სტილთა მრავალფეროვნებაში, ქალაქის იერ-სახეზე როგორ აისახება ძველისა და ახალის სინთეზი, რა პრობლემები გვაქვს ქალაქთმშენებლობაში, რა ხედვა აქვთ მომავალ არქიტექტორებს-ამ და სხვა საკითხებზე გადაცემის სტუმრებთან ერთად ვისაუბრეთ. სტუდიაში იყვნენ საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი რამიშვილი და არქიტექტურის სპეციალობის სტუდენტები მეგი ბოლქვაძე და გიორგი მურადიანი.