27, ივლისი 2016
II გადაცემის „როგორია რეგიონული მედია გენდერულ ჭრილში“. გადაცემის სტუმრები: 1. მაია მერკვილაძე; ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის რეგიონული კოორდინატორი, "ფაქტ-მეტრის" რეგიონული ანალიტიკოსი; 2. ცოტნე ანანიძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის თოკ-შოუს „პირისპირ“ ავტორი და წამყვანი, დირექტორის მოადგილე მაუწყებლობის განვითარების დარგში; 3. ნატა იმედაიშვილი - საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ჟურნალისტი. 4. ცისო ჩხეიძე. - დილა FM 104,5-ზე გადაცემის კოორდინატორი, ჟურნალისტი. გადაცემაზე მუშაობდნენ ავტორი და წამყვანი თამილა დოლიძე, ექსპერტი გენდერის საკითხებში ირინა ჟვანია, პროდიუსერი გურანდა დოლიძე და რეჟისორი ინგა ნარჩემაშვილი. გადაცემა აშშ განვითარების სააგენტოს USAID და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის IFES-ის მიერ არის მომზადებული. გადაცემის მსვლელობისას გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს IFES-ის, USAID-ისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.